ვოლოდიმირ ზელენსკი ივნისში დაგეგმილ NATO-სა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივნისში დაგეგმილ NATO-სა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე მიწვევა მიიღო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„მადლიერებით მივიღე მიწვევა პარტნიორებისგან, მონაწილეობა მივიღო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში: გერმანიის ფედერალური კანცლერისგან – „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გერმანიაში, NATO-ს გენერალური მდივნისგან – ალიანსის სამიტზე მადრიდში“, – წერს ზელენსკი.