სოფელ სქურში ხანძრის ერთი კერა ლოკალიზებულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ხანძრის ერთი კერა ლოკალიზებულია.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 15 კაციანი ჯგუფი და მიმდინარეობს ცეცხლის მეორე კერის ქრობის სამუშაოები.

მაშველები გადაადგილდებიან ფეხით, რადგან რთული გეოგრაფიული რელიეფი გამო შემთხვევის ადგილი მიუვალია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაუსახლებელ პუნქტშია და მოსახლეობაში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძარი სქურის ტყეში გუშინ გაჩნდა. დამწვარია დაახლოები ნახევარი ჰა ფართობი. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.