საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღიარა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სასურველი შედეგი არ გამოიღო, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას.
„მასთან [პუტინთან] საუბარში გატარებული საათების და ჩემი ამჟამინდელი შეხედულების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ირპენსა და ბუჩას მონახულების შემდეგ, თუ შედეგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ იმედგაცრუებული არ ვარ - არ არის საკმარისად ძლიერი სიტყვა, როცა ამას ხედავ. ბარბაროსობა და რა გამოიწვია ამ ყველაფერმა [პუტინის ქმედებებმა]“, - განუცხადა მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტებს კიევში.
მან აღნიშნა, რომ პუტინს საკუთარი ინიციატივით და საფრანგეთის სახელით ესაუბრა, მაგრამ ყოველ ჯერზე ევროკავშირში კოლეგებს აწვდის ინფორმაციას კომუნიკაციის შესახებ.
„ზოგჯერ, ამას ვაკეთებდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას სურდა პუტინისთვის გარკვეული გზავნილების ან წინადადებების გადაცემა”, - თქვა მაკრონმა.