აზერბაიჯანმა სომხეთს 1 713 სამხედროს ნეშტი და 159 ტყვე გადასცა - სახელმწიფო კომისია

აზერბაიჯანმა, სომხურ მხარეს 44-დღიან ომში დაღუპული 1713 სომეხი სამხედროს ნეშტი გადასცა.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, აზერბაიჯანის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლების საკითხთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაგიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ასევე სომხეთს აზერბაიჯანმა 159 ტყვე გადასცა.


2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.