უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსი დანილოვის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ მან The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.
დანილოვის თქმით, ხუთივე მცდელობა თებერვლის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში განხორციელდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.
მანამდე, უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ მარტის ბოლოს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინის ზელენსკისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის მკვლელობას გეგმავდნენ, თუმცა მათი მცდელობა აღიკვეთა. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის მარკიან ლუბკივსკის თქმით, ყველა მტკიცებულება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიეწოდა.