რუსეთთან ომის პირობებში უკრაინას ზოგიერთი ოლიგარქი აქტიურად ეხმარება - ოლექსი დანილოვი

რუსეთთან ომის პირობებში უკრაინის დასახმარებლად აქტიურად არის ჩართული არაერთი უკრაინელი ოლიგარქი. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ოლიგარქების სახელები მოგვიანებით გამოცხადდება.

„მე არ მინდა, დავასახელო გვარები. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მათი ნაწილი ეხმარება უკრაინას და ძალიან აქტიურადაც. დრო გაივლის და იქნება ფაქტები“, - განაცხადა დანილოვმა.