უკრაინაში, მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული მუსიკა აიკრძალა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, ხმათა უმრავლესობით, კანონპროექტი მიიღო, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, მედიასა და ტრანსპორტში რუსულ მუსიკას კრძალავს.

რადამ ასევე გაზარდა უკრაინული მუსიკის კვოტა რადიოსადგურებისა და ტელეარხების ეთერში.

კანონი კრძალავს ნაწარმოებების (მათ შორის მუსიკალური კლიპების) საჯარო შესრულებას და ტრანსლირებას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ, ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ.

ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმა დაეკისრებათ.

ეს ზომა არ იმოქმედებს იმ შემსრულებლებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საჯაროდ დაუჭირეს მხარი.