გერმანიამ შესაძლოა კარანტინის პერიოდი გაახანგრძლივოს

გერმანია, სავარაუდოდ, გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით კარანტინს 10 იანვარს მიღმა, რათა შეამციროს კორონავირუსული ინფექციის მაჩვენებლები, რაც კვლავ მაღალია და დიდ დატვირთვას უქმნის საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”რიცხვები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, ამიტომ შეზღუდვების გახანგრძლივება მოგვიწევს,” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა. გერმანიამ მკაცრი სოციალური შეზღუდვები დააწესა შობამდე, მათ შორის იყო უმეტესობა რესტორნებისა და მაღაზიების დახურვა. თუმცა, ინფექციებმა კვლავ მოიმატა და ზოგიერთ დღეს დაღუპულთა რიცხვი 1000-ზე მეტსაც აღწევდა.

ქვეყანაში, ამ ეტაპზე, 140,000 კაცზე 140 ინფიცირებულია, რაც გერმანიის 50 კაციან მიზნულს ბევრად აღემატება.

კანცლერი ანგელა მერკელი და რეგიონული ლიდერები, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან, რომ სამშაბათს შეზღუდვები გაგრძელდეს. ჯერ გაუგებარია, რამდენ ხანს გაგრძელდება მოსალოდნელი რეგულაციები.

გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.