ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია ლოზუნგით: „გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია" გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლის შემადგელობაშიც სამოქალაქო აქტივისტები, მოაქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს.
„დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა და ვთქვათ, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ჩვენი არჩევანი არის უალტერნატივო, საქართველო უნდა დაბრუნდეს შინ, უნდა დაბრუნდეს ევროპაში. ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის ეს აუცილებელია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.