საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის რუსული ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კრიზისს ევროპული სანქციები არ იწვევს.
„წარმოიდგინეთ, რომ მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული უკრაინაში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული“, - თქვა ბორელმა.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.