უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში შევიდა

გემს (Alppila), რომელსაც 18,000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში (Coruña) შევიდა. იტყობინება CNN. 

საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს არის „ახალი საზღვაო მარშრუტი“, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია.


რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.