ნორვეგია კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა, მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ნორვეგიაში სრულად იკრძალება ალკოჰოლის მიღება რესტორნებსა და ბარებში, ასევე იკრძალება სტუმრების სახლში მიღებაც.
„ჩვენ ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის ნიშნებს ვხედავთ, ნორვეგიელებმა უნდა შეაჩერონ თავიანთი სოციალური ცხოვრება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რათა ვირუსის გაკონტროლება შესაძლებელი გახდეს, ”- განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინიტრმა. .