აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. აღნიშნულ ინფორმაციას Usatoday ავრცელებს.
„ყველამ მოუსმინა ამ საუბარს? ეს ნამდვილად სასოწარკვეთილების ხმა იყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუფარავი და თავხედი ფაქტი“, - აღნიშნა კამილა ჰარისმა.
მანამდე დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა.
სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა, რათა შტატში მისი გამარჯვება დამტკიცდეს.
„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს შემდეგია: მინდა 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში.