გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მაინც გვწამს, რომ საქართველოს რასაკვირველია, ეკუთვნოდა მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, იკითხოს – ასეთი ოპოზიციის ფარგლებში რანაირად შეიძლება ჩვენ გვინდოდეს მეტი, რადგან ეს ყველაფერია ოპოზიციის გარდა. ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო რასაკვირველია, იმსახურებდა მეტს, მაგრამ მივიღეთ მაინც კარგი შედეგი. გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება.
მე ვიყავი იმის მოწმე, როდესაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მოლაპარაკებების რამდენიმე უმძიმესი რაუნდიდასჭირდა, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში საქართველოს შესახებ ჩაწერილიყო შემდეგი ორი სიტყვა, ევროპული სახელმწიფო", - განაცხადა წულუკიანმა.
თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.