პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელისა და თურქეთის უშიშროების წარმომადგენლები თურქეთში ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად ერთად მუშაობდნენ.
მისი თქმით, ოპერატიულმა ძალისხმევამ თურქეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, შედეგი გამოიღო.
„ბოლო დღეებში, ისრაელ-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ჩავახშეთ არაერთი თავდასხმა და თურქეთის მიწაზე რამდენიმე ტერორისტიც დააკავეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
მას თავდასხმების, დაკავებულთა რაოდენობის ან ტერორისტების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.