უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტის პირველ სესიაზე ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა.
„პრეზიდენტი მიწვეული იყო ამ სამიტის პირველ სესიაზე, ანუ საინაუგურაციო სესიაზე, რომელსაც მოკავშირეებიდან ოცდაათივე ლიდერი დაესწრება“, - განაცხადა ჟოვკვამ.
მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში მიიღება NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ასევე, საბოლოო განცხადება. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თქმით, ამ დოკუმენტებში უკრაინის საკითხები, ისევე როგორც რუსული აგრესია, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
ჟოვკვამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალ კვირას შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.