მაიკ პომპეოს თქმით, 2017 წლიდან აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის 365 სტრუქტურისა და სუბიექტის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა

2017 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი მუშაობის განმავლობაში სანქციები შემოიღო რუსეთის ფედერაციის 365-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 3 იანვარს Twitter-ში დაწერა.

„ 2017 წლიდან, ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო რუსეთის 365 ობიექტის წინააღმდეგ უკრაინასა და მთელ ევროპაში რუსეთის აგრესიული და მადესტაბილიზებელი ქმედებების პასუხად“, - წერს მაიკ პომპეო ტვიტერში.

მან ასევე გაიმეორა თეთრი სახლის პოზიცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ატარებდა უფრო მკაცრ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ყველა წინამორბედ ადმინისტრაციასთან შედარებით.

„სხვა არც ერთი ადმინისტრაცია არ ყოფილა უფრო მკაცრი რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ჩვენი. წერტილი. შეხედეთ ფაქტებს“, - წერს მაიკ პომპეო.