უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა.
ზელენსკიმ ორბანი უკრაინაში მიიწვია.
„ნაყოფიერი საუბარი მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ომის დროს უკრაინელებისთვის თავშესაფრის მიცემისთვის. შევთანხმდით ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე. მადლობელი ვარ უკრაინის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.