დღეს და ხვალ პარლამენტში რიგგარეშე სხდომები გაიმართება

საქართველოს პარლამენტში 4 და 5 იანვარს რიგგარეშე სესია გაიმართება.

რიგგარეშე სხდომების ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. ასევე განიხილება ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. კერძოდ პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის პირველი სამი ნომრის, მანდატების გაუქმების მოთხოვნის მიმართვას.

„პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, მათ შორის ირმა ინაშვილის და გიორგი ლომიას მანდატების გაუქმების საკითხზე, დღესვე სესიამდე იმსჯელებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.

დაგეგმილია „საგადასახდო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვაც, რომელიც პანდემიის პირობებში შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე შესაძლოა, დელეგაციების დაკომპლექტების საკითხზეც იმსჯელონ.