კორონავირუსი კიდევ 594 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 1 963

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 1 963 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.