საქართველოში ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ეს რიცხვი 2 628-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 1 963 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.