ბოლო 24 საათში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 226 გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა.

აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 1 963 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.