კვიპროსში Covid-19-ის ახალი შტამის 12 შემთხვევა დაფიქსირდა

კვიპროსში Covid-19-ის ახალი შტამის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული კვიპროსზე ბრიტანეთიდან ჩავიდა.

ცნობისთვის, ბოლოს სამი კვირის განმავლობაში კვიპროსზე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. ყოველდღიურად კუნძულზე „კოვიდ-19“-ის 600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

სულ კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე კვიპროსზე კორონავირუსით 23 445 ადამიანი დაინფიცირდა. 129 პაციენტი გარდაიცვალა.