Pew Research: პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ამერიკული Pew Research Center-ის კვლევით, 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულ ლიდერად დასახელდა.

Pew Research Center-მა კვლევა 18 ქვეყანაში ჩაატარა, რომლის თანახმადაც მის ქმედებებს გამოკითხულთა 9% უჭერს მხარს, 90% კი, მის პოლიტიკას აკრიტიკებს.

როგორც Pew Research Center-ის კვლევით ცენტრში აცხადებენ, ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ეს პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების მაქსიმალური მაჩვენებელია.

ამავდროულად, პუტინის რეიტინგი მსოფლიოში ყოველთვის არც ისე ცუდი იყო, თუმცა ის ბოლო წლებში სტაბილურად იკლებს, აღნიშნავენ Pew Research Center-ში. გერმანიაში მის საქმიანობას კვლავ ემხრობა გამოკითხულთა 14%.  გერმანელ ახალგაზრდებში კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 22 %-ს შეადგენს.