შარლ მიშელი: პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის - ევროპული პერსპექტივა. თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია პროგრესის მიღწევა. ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გზავნილი ექნებოდა მას ქართველი ხალხისადმი, შარლ მიშელმა შემდეგი პასუხი გასცა:

 

„პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.
ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ პროგრესს მიაღწიონ, გამომდინარე კომისიის დასკვნიდან, მისი სამუშაოდან, დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა.
მე ვიცი, რომ მათ იციან, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არამხოლოდ. ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის თავისუფალი არჩევანი სამყაროს დემოკრატიული პრინციპების, ფუნდამენტური ღირებულებების, ფინდამენტური პრინციების, დემოკრატიული პრინციპების. ჩვენ მართლაც გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს ქვეყანამ“.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.