გერმანიის კანცლერი: ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში

ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„27-ჯერ კი! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას! ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში!“,- წერს ოლაფ შოლცი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.