„ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, ამ გზავნილით ვაშინგტონიდან მიმართა საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მოქალაქეებს.
„მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით). ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.