ბაგებში, ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა მოკლეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) დაიწყო.
ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო. მანვე დააფუძნა კომპანიების ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროები ენერგეტიკა და ლოგისტიკაა.