საახალწლო დღეებში ალკოჰოლით 108 ადამიანი მოიწამლა, ჰოსპიტალიზირებულია 44

საახალწლო დღეებში ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო დახმარების ცენტრში 108, ხოლო პიროტექნიკით დაზიანებისთვის 51 გამოძახება დაფიქსირდა.

ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 108 გამოძახების ფაქტიდან, ჰოსპიტალიზაცია 44 ადამიანს დასჭირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალკოჰოლით მოწამვლაზე 55 გამოძახება თბილისიდან შევიდა, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.

რაც შეეხება პიროტექნიკით დაზიანებას, იგივე პერიოდში – 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის პირველ იანვარს, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებული იქნა 36 ადამიანი.

აღნიშნული შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია -27. რეგიონები- 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – ცხრა.