პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქო პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტის კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, - ნათქვამია პატრიარქის Twitter გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.