ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და ჰერცოგოვინას და საქართველოს მიენიჭებათ, როგორც კი, რეფორმები განხორციელდება.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები განხორციელდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.