დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მას ექნება პატივი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტისას უმასპინძლოს, თუ უკრაინის ლიდერს ექნება შესაძლებლობა, დატოვოს უკრაინა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ „აბსოლუტურად გასაოცარი სამუშაო შეასრულა თავისი ქვეყნის მართვისას და მსოფლიო აზრის წარმართვაში ამ საშინელ დროს“. მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან საფრთხის დასაძლევად.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწეევაზე შეთანხმდნენ.
G7-ის სამიტი 26-28 ივნისს, გერმანიაში იმართება.
G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.