„თბილისი ენერჯი“ იუწყება, რომ იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
„მეზობელმა გაზის სუნი იგრძნო სადარბაზოში და 114 დარეკა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაზის სუნი დაკეტილი ბინიდან გამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა და გაზის დანადგარები მოხნილი იყო. ღიად დატოვებული რეზინის მილიდან კი გაზი ჟონავდა. რომ არა ყურადღებიანი მეზობლები კორპუსი დიდი ალბათობით აფეთქდებოდა.
მადლობა კორპუსის მაცხოვრებლებს ვინც ოპერატიულად დაგვირეკა 114-ში და შემთხვევის შესახებ შეგვატყობინა. სტატისტიკურად გაზით აფეთქების შემთხვევები ყოველთვის ხდება ადამიანების უყურადღებობით, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.