საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 07:49 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
ბიძგების სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.