ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფი გადაარჩინეს

ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ამ ეტაპზე ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა და ორი ბავშვი დაშავდა.

რადიო თავისუფლება თვითმხილველთა მონაყოლზე დაყრდნობით იუწყება, რომ 26 ივნისს, საღამოს ნარიმანოვის ქუჩაზე შენობის ბოლო, მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა, მის ქვეშ, მეოთხე სართულის აივანზე იმყოფებოდა შუა ხნის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.


მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა