ამერიკის შეერთებული შტატები ამ კვირაში გეგმავს, უკრაინისთვის მოწინავე საშუალო და შორი დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემის შესყიდვის შესახებ გამოაცხადოს. ამის შესახებ CNN მცოდნე სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკრაინას „უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას“ მიაწვდის.
CNN-ის ცნობით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სარაკეტო თავდაცვის სისტემა NASAMS მოითხოვეს. აღნიშნულ სისტემას მოწინააღმდეგის სამიზნის განადგურება 150 კილომეტრზე შეუძლია.
გარდა ამისა, უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, აშშ-მა შეიძლება, გამოაცხადოს დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ მიმდინარე კვირაში, რომელიც მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას და კონტრბატარეის რადარებს.
პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია. უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) პირველი პარტია 23 ივნისს მიიღო.