თეგი: შეიარაღება

უკრაინა საბჭოთა იარაღზე უარს ამბობს და NATO-ს მოდელებზე გადადის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი. ცხადია, ჩვენ იძულებულნი ვართ, მივატოვოთ საბჭოთა იარაღი და აღჭურვილობა და გადავიდეთ NATO-ს მოდელებზე. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო მალე დავასრულებთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. „ასევე ვაცნობე გენერალ მილს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, კერძოდ, იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ, სადაც მტერმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო. მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, ჩვენ ვიცავთ, ვიკავებთ ოკუპირებულ ხაზებსა და პოზიციებს“, - დაამატა ზალუჟნიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა

ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, 20-მდე ქვეყანა მზადაა, უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ოსტინმა ეს განცხადება ცოტახნის წინ გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების პაკეტის დეტალები იყო განხილული. „ყველას ესმის რა არის სასწორზე,“- თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა. აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters არსებული ინფორმაციით უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდიან, იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთი. პენტაგონის ინფორმაციით, დანია უკრაინას მიაწვდის სპეციალურ ტექნიკას, რომლითაც უკრაინა შეძლებს სანაპირო ზოლი დაიცვას და ზღვიდან იერიშები მოიგერიოს. უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრაში 47 ქვეყანა მონაწილეობდა. ოსტინმა განაცხადა, რომ 15 ივნისს, ბრიუსელში, საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრას პირადად უხელმძღვანელებს. "რა თქმა უნდა, ეს არ იქნება NATO-ს ღონისძიება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ამ შეხვედრების ტემპი და მჯერა ჩვენი იმპულსი გაძლიერდება“, - განაცხადა ოსტინმა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რეზნიკოვი: უკრაინამ დანიური Harpoon-ებისა და ამერიკული ჰაუბიცების მიღება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა, დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ დანიისგან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, Harpoon-ისა და აშშ-ისგან, თვითმავალი ჰაუბიცებისა მიღება დაიწყო. აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები უკრაინას შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება - Reuters „ჩვენი ქვეყნის სანაპირო თავდაცვა არა მარტო გაძლიერდება Harpoon-ის რაკეტებით, არამედ ამ იარაღს გამოიყენებენ კარგად გაწვრთნილი უკრაინული გუნდები. დარწმუნებული ვარ, Harpoon-ებისა და ჩვენი „ნეპტუნების“ ძმობა გაათავისუფლებს და ჩვენს შავ ზღვას უსაფრთხოს გახდის, დაიცავს ჩვენს ოდესას“, -აცხადებს რეზნიკოვი. ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს და მძიმე ნაღმტყორცნებს გაუგზავნის ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ომში წარმატებულად მუშაობს სამი სახეობის 155-MM არტილერიის ჰაუბიცა M777, ჰაუბიცა FH70, САУ CAESAR, ასევე უკრაინამ უკვე მიიღო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი М109.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განმარტა, რას მოიცავს უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების ახალი, $700 მილიონიანი პაკეტი. მისი თქმით, უახლესი პაკეტი, სავარაუდოდ, ბოლო არ იქნება, რომლის ფარლებშიც უკრაინა დახმარებას მიიღებს. უფრო კონკრეტულად კიევი მიიღებს: ოთხი მაღალი მობილობის საარტილერიო მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა M142 (HIMARS). HIMARS-ის ოთხი სისტემის გარდა, პაკეტი მოიცავს არტილერიის საწინააღმდეგო 5 სარადარო სისტემას; საჰაერო მეთვალყურეობის ორ რადარს; 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და 50 გამშვებ დანადგარს; 6000 ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო იარაღს; ასევე, 15 000 საარტილერიო ჭურვს; მი-17 ტიპის ოთხ ვერტმფრენს; 15 ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას, დამატებით სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას.   ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან და გავზრდით დამატებით ხელმისაწვდომ სისტემებსა და შესაძლებლობებს მისი თავდაცვის მხარდასაჭერად”, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ. „ეს, რა თქმა უნდა, ის სისტემებია, რომლის გამოსაყენებლადაც უკრაინელებს დასჭირდებათ წვრთნის გავლა. ვფიქრობთ, რომ ამას დაახლოებით, სამი კვირა დასჭირდება. მათ უნდა იცოდნენ არამხოლოდ, როგორ გამოიყენონ სისტემები, არამედ, რა თქმა უნდა, როგორ შეინარჩუნონ სისტემა“, - აღნიშნა კოლინ კალმა. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ახლახან კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დამატებით, 40 მილიარდ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის. „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, შემოგვიერთდნენ, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მძიმე იარაღით, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი დახმარებით“, - დაამატა კოლინ კალმა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ლოიდ ოსტინს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით,  უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) მიიღო. CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს "HIMARS-ი უკრაინაში ჩამოვიდა. მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგასა და მეგობარს, უსაფრთხოების მდივანს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი დანადგარებისთვის! ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება, ზოგიერთებისთვის კი უკანასკნელი". – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პუტინი: რუსეთი ბელორუსს Iskander-M-ის სარაკეტო სისტემას მიაწვდის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი ბელორუსს Iskander-M-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. პუტინის თქმით, სარაკეტო სისტემას ბელორუსი რამდენიმე თვეში მიიღებს. ისკანდერის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას 500-კილომეტრიან რადიუსზე შეუძლია მოქმედება. ასევე აქვს ბირთვული ქობინების გადატანის ფუნქცია. ცნობისათვის, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სანკტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს.  

აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას გეგმავს - CNN

ამერიკის შეერთებული შტატები ამ კვირაში გეგმავს, უკრაინისთვის მოწინავე საშუალო და შორი დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემის შესყიდვის შესახებ გამოაცხადოს. ამის შესახებ CNN მცოდნე სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკრაინას „უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას“ მიაწვდის. CNN-ის ცნობით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სარაკეტო თავდაცვის სისტემა NASAMS მოითხოვეს. აღნიშნულ სისტემას მოწინააღმდეგის სამიზნის განადგურება 150 კილომეტრზე შეუძლია. გარდა ამისა, უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, აშშ-მა შეიძლება, გამოაცხადოს დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ მიმდინარე კვირაში, რომელიც მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას და კონტრბატარეის რადარებს. პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია. უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) პირველი პარტია 23 ივნისს მიიღო.

აშშ უკრაინას, დამატებით $400 მილიონის სამხედრო აღჭურვილობასა და HIMARS-ის 4 სარაკეტო სისტემას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $400 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ლოიდ ოსტინს პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევს რუსეთის წინააღმდეგ ომში, ტექნოლოგიურ უპირატესობას მისცემს. პაკეტში ასევე შედის ოთხი დამატებითი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, რითაც აშშ უკრაინისთვის მიწოდებული მოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემების რაოდენობას 12-მდე ზრდის. 8 HIMARS-ი უკრაინამ უკვე მიიღო და ამ დროისთვის 100-ზე მეტმა მებრძოლმა სისტემის გამოყენების მიზნით, შესაბამისი სწავლება გაიარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანებსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის

უახლოეს მომავალში ლიტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანა M113 და M577-ს, ასევე რეზერვის მოსამზადებლად საჭირო საბრძოლო მასალას მიწვდის. ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა ამის შესახებ ლიტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა უკრაინის მხარდაჭერის NATO-ს საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, ლიტუვის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, ახლა დაახლოებით 123 მილიონი ევროა. სამხედრო დახმარება მოიცავს Stinger საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანსა და ჩაფხუტებს, 120 მმ ნაღმტყორცნებს, მცირე იარაღს, საბრძოლო მასალას, თერმოგამომსახველებს, დრონებს, სათვალთვალო რადარებს, M113 ჯავშანმანქანებს, სატვირთო მანქანებს, ჯიპებს. შეგახსენებთ, რომ Bayraktar TB2 თვითმფრინავი საბრძოლო მასალებით, უკრაინას ლიეტუვის მოქალაქეების მიერ შეგროვილი სახრებით გადაეცა.  ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა  

გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II გადასცა

უკრაინამ გერმანიისგან მძიმე შეიარაღება მიიღო.  გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის სხვა სისტემების გადაცემაც იგეგმება.  „უკრაინას გადავეცით ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitzen 2000-ი, ჩვენ სიტყვას ვასრულებთ“, - განაცხადა ლამბრეხტმა.  შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიიდან გეპარდის პირველი სამი თვითმავალი საზენიტო იარაღი და რამდენიმე ათეული ათასი ტყვია საბრძოლო მასალა მიიღეს.  მთლიანობაში, უკრაინა ბუნდესვერისგან 30 გეპარდის ტანკს (საბრძოლო მასალით); Mars II-ის სამ მრავალჯერად სარაკეტო სისტემასა და 10 Panzerhaubitzen 2000 თვითმავალ ჰაუბიცას მიიღებს.   

Der SPIEGEL: გერმანია უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას დათანხმდა

გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას ფარულად დათანხმდა. ამის შესახებ Der Spiegel წერს.  გამოცემის ინფორმაციით, 13 ივლისს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას, Krauss-Maffei Wegmann-ს (KMW) Panzerhaubitze2000-ის ტიპის სისტემის თვითმავალი ჰაუბიცების წარმოების ლიცენზია მისცა. აქამდე, აპრილში უკრაინის მთავრობა KMW-სთან ცდილობდა, გაერკვია, იყო თუ არა შესაძლებელი პროდუქციის პირდაპირ კომპანიისგან შეძენა. KMW-მ უკრაინას შესაბამისი შეთავაზებაც გაუგზავნა. გერმანული გამოცემა წერს, რომ მათთან KMW-ს წარმომადგენელმა დაადასტურა შეთანხმების შესახებ. მათ იარაღის მწარმოებელი კომპანიიდან განუცხადეს, რომ წარმოების მიღების ნებართვის აპლიკაცია ეკონომიკის დეპარტამენტს 11 ივლისს გაუგზავნეს და ორი დღის შემდეგ დასტური მიიღეს. KMW-ს სპიკერის თქმით, 100 თვითმავალი ჰაუბიცის ფასი €1.7 მილიარდი იქნება. მანამდე, გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა.   

ლიეტუვა უკრაინას 10 ჯავშანმანქანას, საბრძოლო მასალასა და ანტიდრონებს გადასცემს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  გიტანას ნაუსედა უკრაინაშია „მე არ ჩამოვსულვარ ცარიელი ხელით. დახმარების სამხედრო პაკეტში, რომელსაც დღეს გადმოგცემთ შედის 10 ჯავშანმანქანა, საბრძოლო მასალა და ანტიდრონები. ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიარაღება ძალიან გჭირდებათ“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.   მისი თქმით, უკრაინის ომი ლიეტუვისთვის არასოდეს იქნება მარტივი.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯავშანტექნიკის ხიდები უკრაინის სახმელეთო ძალებს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით გადაეცემა და უკრაინელებს მათი გამოყენება  წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად შეუძლიათ. უკრაინული მედიის ცნობოოთ, Biber-ები გამოიყენება, მაშინ, როდესაც ჯარებს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფად გადაადგილება სჭირდებათ და მათ 20 მეტრზე მეტი სიგრძის წინაღობის გადალახვაც კი შეუძლიათ. ამასთან, მედია წერს, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანასთან შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული Leopard-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  

Reuters: აშშ უკრაინისთვის დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემა წყაროზე დაყრდნობოთ წერს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში მძიმე იარაღი შედის. ამასთან, დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თეთრი სახლი 8 აგვისტოს გაავრცელებს. ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დამატებით $1 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტზე ჯერ ხელი არ მოუწერია და ხელმოწერამდე პაკეტის მოცულობა და მასში შემავალი იარაღის ნუსხა შესაძლოა, შეიცვალოს.  მანამდე, აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.  პენტაგონი იუწყება, რომ მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8,8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო. პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს

ლიეტუვა უკრაინისთვის 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის

რუს ოკუპანტებთან, ეფექტურად ბრძოლისთვის ლიეტუვა უკრაინისთვის, პოლონეთის წარმოების 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვუდას ანუშაუსკასმა Twitter-ზე დაწერა.  ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 30-ე პაკეტს ამზადებს „Legion Of Boom-ის მიერ მოზიდული თანხების ნაწილი (1000 000 ევრო) ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა და გამოყენებული იქნება პოლონეთსგან 37 კამიკაძე დრონების შესაძენად. შემდეგ კი დრონები უკრაინაში გაიგზავნება“, - წერს არვუდას ანუშაუსკასი.   

გერმანიამ უკრაინას კონტრ-ბატარეის რადარი Cobra პირველად გადასცა

გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიიდან კიდევ ოთხი საზენიტო თვითმავალი საარტილერიო სამაგრი Gepard-ი და პირველი კონტრ-ბატარეის რადარი Cobra მიიღეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდი იტყობინება. მედიის ცნობით, გერმანიის მიერ დაპირებული 30-დან უკრაინამ უკვე მიიღო 20 საზენიტო იარაღი, ხოლო 10 000 ჭურვიდან 4 000. Cobra-სრადარი განსაზღვრავს მტრის არტილერიის პოზიციების კოორდინატებს, ნაღმტყორცნების ბატარეებს, აგრეთვე ტერორისტული ჯგუფების იმპროვიზირებული სარაკეტო გამშვები პუნქტებს. დანადგარი Thales-ის, Airbus Defense and Space-ისა და Lockheed Martin-ის კონსორციუმის მიერ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისთვის შეიქმნა. რამდენიმე ერთეული ასეთი რადარი თურქეთმაც შეიძინა. უკრაინა გახდა მეხუთე ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ახლა კონტრ-ბატარეის რადარი Cobra-თია შეიარაღებული.  

გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა

გერმანიამ, უკრაინას 4 თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა.   გერმანია უკრაინისთვის კიდევ 6 Gepard-ის გადაცემას გეგმავს.  თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ით წუთში 1000 გასროლის გაკეთებაა შესაძლებელი.  ივლისში გერმანიამ, უკრაინას სამი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა M270 MARS-ი გადასცა. ამასთან, კიევს ათი თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000 და 10,5 ათასი ნაღმი გადასცა. ამ დროისთვის გერმანიამ უკრაინას $1,2 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა.   

ჯუანშერ ბურჭულაძე: აქტიურად ვმუშაობთ, რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით, ქვეყანამ, მსხვილი შეიარაღება შეიძინოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს, იმისთვის რომ ათწლიანი გეგმის მიხედვით ქვეყანამ მსხვილი შეიარაღება შეიძინოს. „გუშინ ჩემმა მოადგილემ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქულ მხარესთან, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ჯავშანტრანსპორტიორებს მომავალი წლის გაზაფხულზე, 46 ერთეულს,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით სსსტც „დელტამ“ უკვე გადასცა 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მოცულობის მიუხედავად, წინა ხელისუფლების დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი საწარმოების დაფუძნება, რომლებიც ძალიან წარმატებულად მიდის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ მსხვილი შეიარაღების შეძენაზე, რაც დაგეგმილია და გაწერილია ჩვენი ათწლიანი პრიორიტეტებით“, - განაცხადა მინისტრმა.  

უკრაინამ გერმანული სარაკეტო სისტემა IRIS-ი და კიდევ 4 ამერიკული HIMARS-ი მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დაიწყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ერა. ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღეს კიდევ 4 საარტილერიო სარაკეტო სისტემაც (HIMARS). ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „კარგი დროა უკრაინელებისთვის და ცუდი დრო ოკუპანტებისთვის“. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს „უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო სისტემები IRIS-T-ი და მალე მიიღებს ამერიკულ სისტემებს NASAMS-ს“, - ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.  Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო შეგახსენებთ, უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხზე დღეს ბრიუსელში იმსჯელებს საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.  

გერმანია უკრაინას დამატებით Panzerhaubitze 2000-ს და MLRS MARS II-ს გადასცემს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას უახლოეს კვირებში, მეტ თვითმავალ საარტილერიო სამონტაჟო PzH 2000-სა და მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს MARS II-ს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტი ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს. „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ და ვახორციელებთ მუდმივ მხარდაჭერას. მომდევნო რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა მეტი PzH 2000-ები და MARS II“, - აცხადებენ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში. დეპარტამენტში დასძინეს, რომ შეხვედრა რამშტეინის ფორმატში მიმდინარეობს სპეციალურ დროს, როცა რუსეთი ახორციელებს სარაკეტო შეტევებს უკრაინაზე,  რუსეთის ფედერაციაში გამოცხადდა მობილიზაცია და ჩატარდა მოსკოვის მიერ ორგანიზებული ფიქტიური „რეფერენდუმები“.   

ესპანეთმა უკრაინაში Hawk-ის ოთხი კომპლექსი გაგზავნა

ესპანეთმა უკრაინას, ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა Hawk-ი გაუგზავნა, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს „მადლობა ჩემს ესპანელ კოლეგას მარგარიტა რობლესს, უკრაინაში, ოთხი საზენიტო-სარაკეტო სისტემის Hawk-ის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებისთვის. დღეს საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.  Hawk-ი ამერიკული საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა Hawk-ი უფრო თანამედროვე Stingers-ით შეცვალა, მაგრამ კომპლექსებს კვლავ ბევრი ქვეყანა იყენებს.  საერთო ჯამში, დაახლოებით 40 ათასი საჰაერო თავდაცვის სისტემა ლიცენზიით დამზადდა, მათ შორის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.   

პოლონეთი სამხრეთ კორეისგან, 288 ერთეულ K239 Chunmoo-ს ტიპის ზალპურ სისტემას შეიძენს

შეიარაღების შესყიდვის ფარგლებში, პოლონეთისა და სამხრეთ კორეას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ვარშავა, აზიური ქვეყნისგან 288 ერთეულ K239 Chunmoo-ს ტიპის რეაქტიულ ზალპურ ცეცხლის სისტემას შეიძენს. მანამდე პოლონეთმა, სამხრეთ კორეასთან ტანკებისა და ჰაუბიცების ხელშეკრულება გააფორმა. სისტემები კომპანია Hanwha-ს ნაწარმია. შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა შეიარაღების გაუმჯობესება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 ერთეულ FA-50 ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს.  

გერმანულმა კომპანიამ უკრაინას, რადიოლოკაციის სადგური გადასცა

გერმანულმა კომპანია Hensoldt AG-მა, რომელიც თავდაცვის, საჰაერო კოსმოსური და უსაფრთხოების სექტორებში, დაცვისა და მეთვალყურეობის სენსორულ ტექნოლოგიებშია სპეციალიზირებული, უკრაინას, პირველი მრავალფუნქციური სარადარო სადგური TRML-4D-ი გადასცა. გერმანია უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს წლის ბოლომდე გადასცემს TRML-4D უზრუნველყოფს დაახლოებით 1500 სამიზნის სწრაფ აღმოჩენასა და თვალყურის დევნებას 250 კმ-მდე რადიუსში. როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემაშია ინტეგრირებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანიამ უკრაინას, იარაღის ახალი პარტია გადასცა

გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინას, სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი Bergepanzer 2-ის აღდგენის ჯავშანტექნიკა, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 167 000 ვაზნა. ასევე, უკრაინის არმიამ მიიღო 30 Gepard თვითმავალი საზენიტო იარაღი, 500 Stinger საზენიტო რაკეტა, თითქმის 15,000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350,000 დეტონატორი, ასევე 10 ქვემეხი და 14 სენსორი და მაყუჩები დრონების საბრძოლველად. გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას სამხედროებისთვის, ზამთრის აღჭურვილობა გადასცა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინას უახლესი გერმანული საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს

ისრაელის ოპოზიციური პარტიის „ლიკუდის“ ლიდერი, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფავორიტია, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მთავრობის პოლიტიკას გადახედოს.  ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება ამის შესახებ მან Fox News Sunday-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform ისრაელის ეროვნულ ამბებზე დაყრდნობით. „ლიკუდის“ ლიდერმა უარყო შეფასება, რომ ისრაელი „რუსეთის მხარესაა“ და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში მას შეუძლია კიევისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე, მთავრობის პოზიცია შეცვალოს.  „ეს არაა იოლი საკითხი, მაგრამ გადასაწყვეტი საკითხია და არჩევის შემთხვევაში ამას გავაკეთებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.  უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს  

ესპანეთი უკრაინას, Hawk-ის ტიპის ოთხ საჰაერო თავდაცვის სისტემას, იარაღსა და ჭურვებს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც Aspide-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ბატარეას, Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, იარაღსა და ჭურვებს მოიცავს.  ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ესპანელ კოლეგასთან ხოსე მანუელ ალბარესთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ძალიან მოხარული ვარ, რომ არის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკვე მიდის უკრაინისკენ და უახლოეს მომავალში ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას Aspide-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა და ოთხი Hawk air-ი გააძლიერებს“, - განაცხადა კულებამ.  აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ცნობილია 6 სახელმწიფო, რომლებიც უკრაინას ახალ შეიარაღებას გადასცემენ

რამდენიმე ქვეყანამ, უკრაინის თავდაცვისთვის საკონტაქტო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე (რამშტეინის ფორმატი) უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადა. კანადა უკრაინას $34 მილიონით დაეხმარება. კერძოდ, საუბარია სამხედროებისთვის ზამთრის აღჭურვილობაზე, დრონების კამერებზე, სატელიტურ სურათებზე. შვედეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით 287 მილიონ ევროს გამოუყოფს. დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ესპანეთი უკრაინას დამატებით 2 ერთეული Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და რაკეტებს გადასცემს. საბერძნეთი უკრაინას, 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის. გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. პოლონეთი უკრაინას მიაწოდებს საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. „თავისუფალი სამყარო ჩვენთანაა მანამდე, ვიდრე ჩვენ გავიმარჯვებთ. უკრაინის სიძლიერე ახლა არის: გაზრდილი ეკონომიკური პოტენციალი, უკრაინის არმიის უკეთესი მომზადება, თანამედროვე ლოგისტიკა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, Twitter-ზე დაწერა.  

ლუქსემბურგმა უკრაინას HUMVEE-ს ტიპის ჯავშანმანქანები გადასცა

ლუქსემბურგმა უკრაინას, HUMVEE-ს ტიპის ჯავშანტექნიკა გადასცა, რომელიც პერსონალის ტრანსპორტირებისთვისაა შექმნილი. უკრაინისთვის გადაცემული მანქანების რაოდენობა არ ზუსტდება, თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯავშანტექნიკა ლუქსემბურგმა საკუთარი არსენალიდან გამოყო. ცნობილია, რომ ლუქსემბურგის არსენალში HUMVEE-ს ტიპის 42 ერთეული ჯავშანმანქანა ირიცხება. ლუქსემბურგმა უკრაინის ძალებს 100 NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და 15 სამხედრო კარავიც გადასცა.  

ოლექსი რეზნიკოვი: ესპანეთის გამოგზავნილი Hawk-ის პირველი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი, უკრაინაშია

„ესპანეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. ესპანეთის მიერ გამოგზავნილი Hawk-ის პირველი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი უკვე უკრაინაშია“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. ესპანეთმა უკრაინაში Hawk-ის ოთხი კომპლექსი გაგზავნა მინისტრის თქმით, ესპანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე დახმარებას უსაფრთხოების სფეროში. „მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის წვრთნას ესპანეთში. ჩვენს თავდაცვას Hawk-ის საჰაერო სისტემებით ესპანეთი უზრუნველყოფს", - წერს მინისტრი.  

პუტინის თქმით, მალე სარმატის კონტინენტთაშორის რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში РС-28 სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში პირველად მოიყვანენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. „ახლო მომავალში საბრძოლო მზადყოფნაში პირველად იქნება მოყვანილი სარმატის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები“, - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, „რაღაც მოძრაობებია მარჯვნივ, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს არ ცვლის, ყველაფერი რეალიზებული იქნება", - აღნიშნა რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტმა. ამავე სხდომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სარმატის წარმატებით გამოცდის შემდეგ, ამ სისტემის განლაგებაზე მუშაობა დაიწყო.  

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ექსპორტს „დრუჟბის“ ნავთობსადენით გეგმავს

ყაზახეთი გერმანიაში, წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ნავთობის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. „ჩვენ შეგვიძლია წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ექსპორტი, მაგრამ გერმანიის საჭიროება, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია. ჩვენ ველოდით რუსეთის ფედერაციის კოლეგებისგან ოფიციალურ დასტურს, რადგან უღელტეხილზე ნავთობის მოწოდება მათი საზღვრის გავლით ხდება. ჩვენ მივიღეთ სიტყვიერი დასტური, ასე რომ, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება. წერილობითი დადასტურება ჯერ არ არის“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ბოლატ აკჩულაკოვმა. მისი თქმით, ყაზახეთს აქვს საკმარისი სიმძლავრე. მთავარი საკითხია გერმანიიდან მოხმარების შეკვეთა. როგორც ბოლატ აკჩულაკოვმა აღნიშნა, ყაზახეთს რუსეთთან პრობლემები არასდროს ჰქონია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის ბოლოს დაფიქსირდა გაზის მოპოვების 1%-ით, ნავთობის - 1,9%-ით და სხვა სასარგებლო წიაღისეულის 7,6% პროცენტით შემცირება.  

მედია: ბრიტანეთმა უკრაინას შესაძლოა, Apache-ს ტიპის ვერტმფრენები გადასცეს

დიდი ბრიტანეთი, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას Apache AH64 E ტიპის ვერტმფრენებს გადასცემს. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2-ის ტიპის ტანკებს გაგზავნის - სუნაკი ამის შესახებ მედია ქვეყნის თავდაცვის სექტორში მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ვერტმფრენების გადაცემა მას შემდეგ იგეგმება, რაც უკრაინა „ჩელენჯერ 2-ის“ ტიპის ტანკებს მიიღებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით, უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლონდონის გეგმების შესახებ, რომ თითქოს უკრაინას Apache სამხედრო ვერტმფრენები უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ Sky News-ის კორესპონდენტმა დებორა ჰეინსმა Twitter-ზე დაწერა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ესტონეთი უკრაინას თავის კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადასცემს

ესტონეთი, გასულ კვირას უკრაინის მხარდასაჭერად გამოცხადებულ სამხედრო დახმარების რეკორდული პაკეტის ფარგლებში, უკრაინას  თავის კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადასცემს. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა განაცხადა. „ჩვენს კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადავცემთ უკრაინას. გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი განაცხადონ, რომ არ შეუძლიათ უკრაინას ომის მოსაგებად საჭირო იარაღი მიაწოდონ", - თქვა ესტონეთის ელჩმა უკრაინაში.  ელჩმა ასევე გაასაჯაროვა იმ იარაღის სია, რომელსაც ესტონეთი უკრაინას გადასცემს. სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 155 მმ FH-70 და 122 მმ D-30 ჰაუბიცების "ათეული"; 155 მმ კალიბრის ათასობით საარტილერიო ჭურვი; ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი M2 „Karl-Gustaf“ საბრძოლო მასალით; საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები. ესტონეთის სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკრაინაში უკვე გადააჭარბა ესტონეთის მშპ-ს 1%-ს. როგორც ცნობილია, დანია უკრაინას აძლევს 19-ვე ჰაუბიცა „კეისარს“, რომელიც მან საფრანგეთს შეუკვეთა. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს Stinger-ს, ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებს ამუნიციით და დრონებს. ფინეთმა ასევე უკრაინისთვის რეკორდული 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რაც ორჯერ მეტია წინა პაკეტების ერთობლივ ღირებულებაზე.