ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა

5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა. არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. გამოდის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა ევროპაში იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე პრობლემა არის ყველგან.

არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას და ქვეყნის განვითარებას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომელსაც ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.