თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

17-28 ოქტომბერს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება. Eternity (Eternity)-2022-ის დაგეგმვის შესახებ პირველი შეხვედრა თურქეთში, პირველი არმიის სამეთაურო შტაბში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2021-ის სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობისამაღლებას ითვალისწინებს.
 
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 გასულ წელს ჩატარდა. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.