ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილის ორ სოფელში ისლამისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ნიგერიის პრემიერ-მინისტრმა, ბრიჯი რაფინიმა ადგილობრივ ტელევიზიაში ისაუბრა გარდაცვლილთა რაოდენობაზე, თუმცა, მას არ უთქვამს, ვინ არის ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შაბათს, მინიმუმ 70 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სავარაუდო ისლამისტი მებრძოლების მიერ ერთდროულად განხორციელებული დარბევის შედეგად სოფელ ჩომბანგუსა და ზარუმდარეიზე.