პარიზში, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან ახლოს, ოთხი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციამ მოქალაქეებს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე დანა აღმოაჩინეს.