ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებსევროკომისიის ინფორმაციით, სულ ევროკავშირმა დაახლოებით 110 ათასი ვაქცინა შეიძინა.

„ეს ვაქცინების მიწოდების პირველი ეტაპია, დანარჩენ დოზებს ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს კვირებსა და თვეებში მიიღებენ“, - აღნიშნავენ უწყებაში.


ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ  1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.


ასევე წაიკითხეთ:

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს