მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ აღიარებს

რუსეთის სარაკეტო დარტყმა, უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, არის „სამხედრო დანაშაული“. საფრანგეთი უკრაინას დახმარებას გაუწევს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში, G7-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

„რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებით და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გაგრძელდება იქამდე ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. უკრაინის დახმარება გაგრძელდება უახლესი კვირები და თვეები“, - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსის კვალიფიკაციის მინიჭება, მიუღებელია.

„ჩვენ არ გვჭირდება კვალიფიკაციები, იმისთვის, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შემოვიღოთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამ შეფასებას, წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ.


ცნობისათვის, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.