გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება და ამ დროის განმავლობაში, ფუნქციონირებას შეწყვეტენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღაზიები და სილამაზის სალონები. რესტორნები კი, მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.
ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000 აღემატება.
BBC-ის ცნობით, ბორის ჯონსონმა საყოველთაო კარანტინის დაწესების გადაწყვეტილება 4 იანვრის სტატისტიკის შემდეგ მიიღო. 4 იანვარს ბრიტანეთში 58 784 ინფიცირების ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 407 ფაქტი დაფიქსირდა.
საყოველთაო კარანტინი შემდეგ მითითებებს მოიცავს: ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის