ონის მერიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ონის მუნიციპალიტეტში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.
სოფელ ონჭევში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
“გასულ საღამოს ხანძრის კერების ლოკალიზება მოხდა. ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას ახალი კერები გაჩნდა,სოფელ წოლაში. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია. ადგილზე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ”, - აღნიშნულია განცხადებაში.