უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა განადგურებაც სურს. რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული. ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე სიტყვით ვიდეოჩართვის საშუალებით წარსდგა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ, უკრაინის ადგილი უსაფრთხოების საერთო სივრცეში უნდა მოიძებნოს.
„რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული. ის არ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა განადგურებაც სურს. არ უნდა იყოს დიალოგი, რომელსაც აზრი არ აქვს, სანამ არ იქნება აღქმა, რომ ამ მოსკოვი ამ დიალოგისკენ ისწრაფვის. მან [რუსეთი] თავად უნდა ეძებოს დიალოგის გზა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
NATO-სამიტი მადრიდში, 2022 წლის 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უსაფრთხოების ახალ გარემოში, რომელიც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით შეიქმნა.