ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი.
ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალი საწოლების გარკვეული ოდენობა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა.
"გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში", - განაცხადა გაბუნიამ.