2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. (2020 წელს 50 537). გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები ჭარბობს, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი). ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ასაკთან მიმართებაში, გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით იცვლება.
- 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.
- 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა.
- 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19).