საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.
,,მადრიდის სამიტიდან მივიღეთ კიდევ ერთი სიგნალი ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერისა და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის შექმნისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. გვქონდა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში და საჭირო არის უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით გადადგმული არ არის. საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიის დროს და ყველგან სადაც NATO-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება NATO, NATO-ც იყოს სწორად იქ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.