კელი დეგნანი: შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ, - საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს.

კელი დეგნანი დღევანდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.
შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე.


 ასევე წაიკითხეთ: